logo
ENG



რუსეთის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, აზოვის პოლკი "ტერორისტულ ორგანიზაციად" აღიაროს

17 მაი 202219:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/2o2a0jyxfrwl5jw.jpg

რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, აზოვის პოლკი "ტერორისტულ ორგანიზაციად" აღიაროს და რუსეთი "საქმიანობა აუკრძალოს".

სასამართლო საქმეს 26 მაისს განიხილავს.

"ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა უკრაინის სამხედრო ნაციონალისტური გაერთიანება აზოვის ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი მოქმედების აკრძალვის შესახებ 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათზეა ჩანიშნული რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში",- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მარიუპოლი 1-ლი მარტიდან ალყაშია. ქალაქში ერთადერთი ადგილი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, აზოვსტალის ქარხანაა.

მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის.


close დახურვა